კარგად!
როცა გამიქრა იმედი ბოლო, როცა მიპყრობდა მომავლის შიში. მე მაშინ ლანდი ვიყავი მხოლოდ და ვგრძნობდი ჩემში სიკვდილის შიმშილს. მე მთის წყალივით მწყუროდა წასვლა და გადაკარგვა ამ სამყაროდან. ამით დავთმობდი, ჩემს თავს და მასაც, ვისაც ვუყვარდი, ვინც მე მყვარობდა. შვება ვეძიე არაყში ლოთმა, ოთახში მთელი არ დარჩა ნივთი. იყო ტირილი და იყო მოთქმა, რადგან სიყვარულს დაერქვა მითი. თამბაქოს კვამლის მქონდა ღრუბელი, ჯოჯოხეთური ქუხდა დროება. არაფრისმთქმელი და დამღუპველი, გულში შემჭროდა უთანხმოება. არ თენდებოდა და მე ვნატრობდი, არ გათენებას, ჩემთვის ამ დილის. ბოთლი ავიღე, ძირს განვმარტოვდი და მოლოდინე დავრჩი წადილის. მაგრამ როდესაც მზე შევამჩნიე, მთვრალმა ვიყვირე; - ღმერთო, რატომ ეს?! მერე დავნებდი და მე ვარჩიე, რომ შევეკედლო კვლავ სიმარტოვეს. მინდა სიცოცხლის წლები დავსერო, ძალით მოხდება ეს თუ „იქ“ ნებით. გემშვიდობებით ყველას ასე, რომ კარგად! უჩემოდ უკეთ იქნებით. 09/11/14
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი