ბედნიერებას ვაგროვებ წამ-წამ
ბედნიერებას ვაგროვებ წამ-წამ, ალბათ შეგროვდა წუთი აქამდე. რაღაცის მწამს და რაღაცის არ მწამს, ხშირად მინდება, გავქრე, გავქვავდე. პესიმისტობის შემიჩნდა აზრი, გადამიგვარდა ოცნება ჩუმი. ასეთი ყოფა ჩემს სულში არ ზის, ვერ ვურიგდები, სიჩუმეს, დუმილს. შორს სიხარულის წამები ქუხს და მე აქ სიბნელის, ვეჩვევი სივრცეს. გული დარდისგან კვლავ შემიწუხდა და ლამის არის ის ფერფლად იქცეს. ტვინს საშინელი აზრები მირევს, გადამიშენდა გონება საღი. მე ვნადირობდი და მინადირეს, როცა წამაწყდნენ ცხოვრებით დაღლილს. ვისაც ცხოვრების მთელ წლებს ვაძლევდი, იმან ისურვა ჩემგან გაქცევა. სხვას ვაძევებდი და მე გავძევდი, მე - მე ვიყავი, ახლა არც მე ვარ. ___ 01/08/14
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი