მარტო ვარ


მეწერინება მხოლოდ მაშჲნ, როცა მარტო ვარ,
როცა დარდები გვარიანად შემიჩნდებიან.
მევლინებიან მუდამ ცრემლები ლექსის ავტორად,
ლექსის ავტორად, მუდამ ცრემლები მევლინებიან.

ბედს არ ვემდური, თუკი არსებობს, ო, საერთოდაც,
რაც ხდება მუდამ, ჩემი არის დანაშაული.
აწი ცხოვრება, მონანიების დროს დაეთმობა,
მე თავსაც დავხრი, როცა ცოდვების ქალაქს ჩავუვლი.

მე არაფერი არ მდომებია, გარდა ერთისა,
მსურდა სიცოცხლე ჩემებურად დამემსახურა.
მაგრამ სიკვდილის ნამსაჯევი ყოფა მეღირსა,
დღე - სასტიკ მეფედ დამიყენეს, ღამე - მსახურად.

ნებისმიერი მზის სხივი მკლავს საუბედუროდ,
უკვე არ ვიცი, მერამდენე გული წამართვეს.
უკვე არ ვიცი, ჩემში რომელ ხმაურს ვემდურო,
ბრძოლები ყველგან გაუმართავთ უკვე წარმართებს.

არ მეშველება მე არაფერი, დროა წავიდე,
წვიმამ ღრუბლებთან ერთი ადგილი "გამიჩალიჩა".
მუზების ხათრით, რამოდენიმე კალამს წავიღებ,
დავწერ სითბოზე... ლექსს სიცივეში ღამით ჩავიცვამ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი