მიყვარხარ... ∞
რამე ისეთი მინდა დავწერო, რომ შეგეფეროს ძვირფასო ლექსი. გრძნობებს მივყვები რითმით ასე, რომ არ გაიწიო თუ სიტყვას გესვრი. მიყვარხარ... ∞ თუ გსურს არ დაიჯერო, წასვლამდე ჩემი თვალები ნახე. გაგაჩერებენ და თან ისე, რომ შენ სხვა ბილიკებს უკლებლივ დახევ. მიყვარხარ... ∞ თუ გსურს, წადი, გაგიშვებ, ანა'ც მე წასვლას როგორ დაგიშლი. მე სულ ავდარი, მუდამ დარი შენ, ვჭამე სიცოცხლე, გთხოვთ... ანგარიში. მიყვარხარ... ∞ ვერ ვწერ მაინც ისეთს, რომ ჩემთან დაგტოვოს, ლექსმა დროებით. როგორც ყოველთვის, ახლაც ისე გთმობ, რომ კვლავ უჩემოდ, მემარტოები... ___ 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი