თუ არ გამოვა


თუ არ გამოვა, 
ასჯერ სცადე...
ერთს
ნუ დასჯერდები.
ნახავს უფალი
მცდელობას ამდენს,
რომ ასჯერ დგები.

თუ არ გამოვა,
ათასჯერ სცადე,
ათიათასჯერ...
სანამ მიწვდები 
ნანატარ ზეცამდე,
თავი დასაჯე.

თუ არ გამოვა,
მეტჯერაც სცადე,
ნუ გავხარ ხიზანს...
და შენ მიაღწევ
ჟამის დაცლამდე
შენს მთავარ მიზანს.
___
2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი