streetart
დაუტირებლად ქრებიან.. ზამთრის ჩიტებმა თბილი სიმღრები იციან, ... ისე მგონია თითქოს კიდევ უნდა ვიშვა თავიდან, თითქოს მაშინ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის, .. მე მეცინება როცა ვფიქრობ ჩემს თავზე, სულ მეცინება,ვერ ვიკავებ ამ ოხერ სიცილს, ... ღრმა დავიწყებას მიეცა ბედნიერება ... რა კარგი რამეა ქუჩის მხატვრობა, მიდიხარ რუტინული გარსით მოცული, შეხედავ და გაგახსენდება ბავშვობაში როგორ ხატავდი მზეს,სახლებს .. გაგეღიმება.. (რაღაც გავა სხეულიდან,ისეთი შვებასავითს რომ მოგგვრის) ... სულ რაღაცას რომ დავეძებდი,ვერაფერი ვიპოვე, სულ რომ არ ველოდი ისე მოვიდა სიყვარული, ... ისე მგონია თითქოს თავიდან ვიშვი, და ვარ უმწეო .. ბედნიერებამ ფეხის ფრჩხილებიდან იწყო შემოდინება, და იზრდებოდა...იზრდებოდა.. ... ზამთრის ჩიტები თბილ სიმღრებს მღერიან ... რა კარგი რამეა ქუჩის მხატვრობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი