თეთრი ხარ ..
თეთრი ხარ, უფორმო, უგემო, უსუნო. მოგზილეს ცომივით, გამოცხვი როგორღაც. ჩაყარეს რაც სურდათ, გხარშეს და გადუღეს, გზილეს და გაბრტყელეს, სანამაც უნდოდათ. არჩევდნენ გრადუსებს, ჭურჭელს და ტექნიკას, შეგდგეს და ჩაგირთეს, ღუმელი, გაზქურა.. შენ ცხობა დაიწყე. ცხვებოდი მთელი დღე და მთელი ცხოვრება. და როცა გაგჭრეს და გაგსინჯეს, შეწუხდნენ. ცუდია. არ მომწონს. რაღაცა აკლია. მარილი, ან ცხობა ანდა რა აზრი აქვს. თეთრი ხარ, უფორმო, უსუნო. და სასაცილოა, ცომის ბრალი არასდროს არის რომ უგემურია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი