გემები


ჩვენს ნაპირებს, გემები აღარასოდეს მოადგებიან.
არც ჩვენს გემებს მიიღებენ სხვა ნაპირები.
უამრავი ქარიშხალი გამოვიარეთ.
ვცურავდით და ვიხრჩობოდით,
ვიხრჩობოდით და ვცურავდით,
მანამ სანამ ნაპირებზე გამოვირიყეთ.
ტანსაცმელივით შევაგროვეთ ჩვენი თავები
და უცხო ქვეყნებიდან გამოვიძურწეთ.
მას შემდეგ მივდივართ, 
ხან მივრბივართ,
ხოხვითაც კი წავსულვართ, 
ოღონდ ერთმანეთი აღარ გვენახა, ადამიანებს.
მას შემდეგ ჩვენი სამყარო უკაცრიელი კუნძულებია
და ჩვენში აღარცერთი ხე არ ყვავილობს.
მას შემდეგ ჩვენი არსებობა გადარჩენის სურვილს ჰგავს, მაგრამ არ არის.
ჩვენ ვჭამდით თევზებს
და მათი ძვლები,
უტოლდებოდა მაჯებს ჩვენივეს.
ჩვენ ვჭრიდით ვერაყვავებულ ხეებს, როგორც უსაშველო უიმედობას
და ვანთებდით ცეცხლს და ვყლაპავდით კვამლს
და კიდევ უფრო ვიწამლებოდით მისით.
და დაგვიგროვდა უამრავი გადასალახი ბარიერი, ადამიანებს.
და ვიდრე ფეხზე დგომას ვისწავლიდით
და ვიდრე ლაპარაკს ერთმანეთთან, გავიხსენებდით,
ჩვენი კუნძულები ქვეყნებად იქცა.
მათ სხვა ხმელეთი შემოიერთეს.
და აღარ იყო აღარცერთი ნაპირი ჩვენი.
და აღარ იყო აღარცერთი გემი მომსვლელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი