იასამნის ხე მინდა სახლში
ის ერთადერთი, ჩემი ფერი, სხვას სულაც არ ჰგავს... მის სურნელს ქარი ფურცლებივით თამამად გაშლის, მე კი ვამბობ და გიმეორებთ: ( ასე მარტივად!) სხვა არაფერი, იასამნის ხე მინდა სახლში. რომ მისი ჩრდილი ყოველ დილით გადამეფაროს, რომ მის ტოტებში გაიხლართოს ყველა ზაფხული, რომ განთიადი მის ფურცლებზე გადაიღვაროს და იისფერი დაუბრონს სამყაროს, წაშლილს. იდგება მისთვის, მშვიდი, მაგრამ მაინც მღელვარე და გაუღიმებს გამოჩენილს თავისვე აჩრდილს... მე კი ვამბობ და გიმეორებთ: ( ასე მარტივად!) სხვა არაფერი, იასამნის ხე მინდა სახლში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი