ფიფქები
გოგონები ჭრელი კაბებით დასდევდნენ პეპლებს და პეპლებიც ჭრელი ფრთებით დასდევდნენ ვიდრე, იყო სიმშვიდე და არავინ არღვევდა დუმილს. სიზმრის მჭერები ირხეოდნენ ლამპიონებზე და სარკმლებიდან მოცურავდა სინათლე ყვითლად, რომ ჩაეყლაპა ქუჩის შავი იდუმალება, რომელიც მხოლოდ მოსალოდნელ განსაცდელს ჰგავდა. მერე კი იყო, ყველაფერი ზედმეტად სწრაფად, ცეცხლი ეკიდათ ფიფქებს ვიდრე დაეშვებოდნენ... ფრთხილად სუნთქავდა ქალაქი და სამწუხაროა, რომ მის გარდა აღარავინ ცოცხლობდა უკვე. აღარ ჩნდებოდნენ ვარსკვლავები ნაცრისფერ ცაზე, აღარც ნამგალა მთვარე იყო, მას შემდეგ სავსე. მხოლოდ სიცივემ მოირბინა ყველა ქუჩა და ყველა ჩამქრალი სიხარულიც იგლოვა მანვე. იდგა სიკვდილი, ნაომარი ქალაქის მკვიდრი. იდგა სიჩუმეც, ხმაურობდა, ყვიროდა თითქოს... და ერთადერთი რაც შემომრჩა, ეგ გახლდათ ფიქრი: რა საშინელი სიტყვებია "აღარ" და "იყო"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი