დილამშვიდობისა


დილამშვიდობის...
მზე ხუთსართულიანი ბინებიდან ამოიწვერა
და მეეზოვეს ასწრებს მოწყენას.
გუშინ თქვეს დარი იქნებაო, სევდის გაქრობა იქნებაო,
მაგრამ არ არის.
ჩარჩომორღვეულ, ჭრელ ფანჯრებში დილა ჩააქრეს.
თვალები ისევ შეკავებულ სიტყვებს ირეკლავს...
სევდის ქალაქში, ბოლი ასდით გადამწვარ ქუჩებს,
მიტებული ჯიხურები თავისით რეკავს...
დილამშვიდობის,
ტროტუარები უვარდებიან მანქნებს ბორბლებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი