საბას სიზმარი


უარს ამბობს ძილზე
ცელქი ბიჭი საბა,
არ იკარებს ბალიშს,
არ იხურავს საბანს.

საბა, უნდა ინებო,
თუ არ დაიძინებო,
შენს ჯადოსნურ სიზმრებს,
ღამე სხვა ბიჭს მისცემს.

შეეშინდა საბას,
ჩაეხუტა საბანს,
ახლა სიზმრად ხედავს,
თეთრცხენიან მხედარს,

ფერად-ფერად წიგნებს,
ოცნებებს და ფიქრებს,
ჩვენც გვიამბე საბა,
რა გესიზმრა, აბა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი