გალკტიონი!
გალაკტიონზე ამბობდნენ ურჩი იყოო, გამგონე მხოლოდ ღამის და თბილისის, არ აწუხებდა ივლისის გახურებული დუქანი..თავზე ადგაო უფალი, ვინ დაინახა, ვინ იცის რამდენხანს იჯდა იმის წინ, სანამ წერდა და ამკობდა რასაც უფალი ამბობდა, მერე შრიალით ფურცლავდა ამ ნაკარნახევს ქუჩები, ყინვისგან დასუსხულები იმეორებდნენ ტუჩები: მოდარაჯე კაცის მზერით წუხდებოდა მესაფლავე, თიბათვეში მზერა მერის ათენებდა მხოლოდ ღამეს და მტვრიანი ყვავილების სურნელება ისევ იდგა, იმ ქუჩაზე სადაც ბავშვმა წეღან ფეხი წამოიკრა, ურჩობდა..მარტო წუხდა დარჩენას, მადლობა უფალს და მის გაჩენას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი