"ბოშა ქალი"- ით


მეც რომ შემხვდა, შავტუხა და თმებგაშლილი,
თვალთ ვარსკვლავებს დაუთვლიდი ანთებულს,
მეზღვაური არსად ჩანდა, ბოშა ქალი
სანაპიროს მიყვებოდა მარტო სულ,
ავედევნე შეუმჩნეველ ნაბიჯებით,
არ ჩამოვრჩი სანაპიროს ბილიკებს,
 მსურდა თვითონ განმეცადა რასაც გრძნობდი,
მისი ნახვით ასე რით მოიხიბლე,
"და რა ქალი ხელის გულით სატარები"
ელვის ცეცხლით ანათებდა ქვაფენილს,
მართლაც მისი არ ყოფილა სადარები,
ქარი დალალს უწეწავდა დაფენილს,
ეგ თავნება ამაყი და თავმდაბალი,
ბოშა ქალის ბროლის კბილა ღიმილებს,
ვერ ჩაუვლის მდუმარებით მეზღვაური,
არ ეთხოვა - "მაკოცეო ჭირიმე"
ნახვად ღირდა, მოხდენილად სიტყვაკაზმულს,
სიყვარულსაც დაარქმევდი თუ იყო,
თორემ ამ ძველ სანაპიროს ბილიკებზე
თვალხატულა ბოშა ქალი სულ იყო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი