შვილებს!
გაზაფხულზე დაგიმშვიდებ მარტის ქარებს, აპრილს სითბოს გამოვატან შენამდე, მაისის მზეს ცისარტყელად გამოვაფენ, ღამე მთვარეს ჩამოგიტან ხელამდე, ზაფხულის მთებს გადაპენტილს კესანებით, მომატარებს შენი ერთი ღიმილი, შემოდგომის გაყვითლებულ ხეივნებში, დამავიწყე დარდიცა და ტკივილიც, მაგ თვალებში ანთებულმა ვარსკვლავებმა გაყინული ღამეები გამითბო, შენს ნაბიჯებს ველოდები არეული, სახლში მოსულს კარები რომ გაგიღო მთელი ჩემი არსებობის გამართლებავ, ჩემი სულის ამინდებო მზიანო, სალოცავად ღმერთთან სხვა მე რა მინდოდა ოღონდ შენ რომ ბედნიერად იარო! --
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი