ჩანახატი
ორი დრის წინ სმსახურში მივდიოდი, ძალიან მოხუცი ქალი ხელ ჩაკიდებული, ჯოხით ხელში, მიჰყავდა შვილს, ფეხი ავითრიე, ჯერ სურათის გადაღების სურვილით და შემდეგ, ამ სურათისთვის რომ მეცქირა დიდხანს, საავადმყოფოდან გამოიყვანა ეტყობოდა, რადგან სავადმყოფოს ისტორია ეჭირა ხელში მამაკაცს, კაცი ასე 60 წელზე მეტის იქნებოდა, დედას ჯოხი ეჭირა ხელში და ასე ლამაზად ხელი ხელ ჩაჭიდებულები მოჰყვებოდენ ქუჩის ნაპირს, რას ფიქრობდა დედა ან შვილი იმ დროს, არ ვიცი, მაგრამ მე ის ვიფიქრე რა ბედნიერია დედაც და შვილიც, ,,იყო დრო დედას მიჰყავდა ასე თავისი ცელქი ბიჭუნა, ახალგაზრდა იყო მაშინ სიცოცხლითა და სიხარულით აღსავსე, ხელჩაჭიდებულები მიდიოდნენ რადგან ცელქი იყო ნამეტანი და არ უნდოდა წაქცეულიყო და რამე ეტკინა,,_. ეხლა კი პირიქითაა დედა მიჰყავს ამაყად შვილს ფრთხილად ნელი ნაბიჯთ, ვითარცა ახალი ფეხ ადგმული,შემდეგ იქვე კუთხეში რაღაც ცემენტის ბოძი იყო იქ გააჩერა და ალბათ უთხრა იქ დალოდებოდა, სანამ მანქანას, მოიყვანდა, მე გამოვცდი და შორიდან უცქერდი ამ ლამაზ სურათს, მანქანა ამოიყვანა ავტო სადგომიდან გააჩერა გადმოვიდა ჩასვა დედა მანქანაში და წავიდნენ, დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, ცხოვრებაზე, ჩვენზე ჩვენს თაობაზე, დაკარგულ წლებზე, წარსულზე, დაუბრუნებელ სევდიან წარსულზე, ჩემი სიცოცხლის ნახევარს მივცემდი ოღონდ იმ მამაკაცის ადგიზე მე ვყოფილიყავი. მართლა დავთმობდი ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს ოღონდ დედის გვერდით, ბოლო წლებში მაინც ვყოფილიყავი. იცოცხლეთ და იჯამრთელეთ დედავ და შვილო ერთმანეთის ცქერა სანამ არ მოგწყინდებათ, დედაშვილობა ხომ ერთად ერთია რომლის სიყვარული ყველა სიყვარულს აღემატება. დაგილოცოთ შვილები დედებო ღმერთმა, ყველა დედა გამხდარიყოს ამ დიდი სითბოსა და სიყვარულის ღირსი, ღირსი კი ყველაა, მაგრამ დროა ისეთი მუხთალი, გაჰყარა დედაშვილობა, ცოლქმრობა, დაანგრია ოჯახები,გააუცხოვა და გააუფერულა სიცოცხლე და სიყვარული, დედები ფულის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად გადაიხვეწნენ, მოხუცები მარტო დარჩნენ და სევდიანი თვალებით გასცქერიან გზაც, ღამდება და თენდება ისე, რომ არავინ სჩანს მომავალი,ასე უიმედოდ მარტოდმარტონი რჩებიან. ასეა ამ ბოლო 30 წლის რიალობა საქართველოში და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეს მწარე რიალობა, ჩვენ ხომ განწირული დაკარგული თაობა ვართ, რომლებიც აღარავის აღარ ვჭირდებით. დიდხანს ვიფიქრე ამ ფოტოს გმირებზე, რა ბედნიერები არიან ისინი, ნეტავ თუ იციან ეს....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი