დედას
დ ე დ ა ს! წუხელი, როგორ გეძებდი იცი? სიოს მოჰქონდა შენი სურნელი, მელანდებოდა შენი ხმა ტკბილი, შენი თვალები ჩემთვის მზრუნველი. შემდეგ სიზმარში მოხვედი ფრთხილად, შენი ხელების ვიგრძენი სითბო, თვალს არ ვახელდი, იმაზე შეშით, არ დამეკარგო არ დამივიწყო. დილა გათენდა შენი ღიმილი, ისევ სახეზე დამთამაშებდა, ღამეულ სიზმარს დაველოდები, დღისით კი შენზე ფიქრი დამყვება. თამარ ბერიშვილი. 2018.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი