ლექსი გივი ბერიკაშვილის ხსოვნას!
გარდაიცვალა დიდებული ადამიანი.სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ქართული სიყვარულით გაუმაძღარი უდიდესი მსახიობი გივი ბერიკაშვილი. ########################### გარდაიცვალა! გარდაცვალება, სიტყვა არ ნიშნავს, რომ წახვალ შორს და დაგვავიწყდები. გარდასახვაა ერთი ყოფიდან, სულ სხვა ყოფად გარდაიქმნები! მით უფრო შენებრ მამულიშვილებს, სიკვდილის შიში არც როს გქონიათ, შენ სიცოცხლეში მუდამ დარჩები სიკვდილი ეს ხომ შენი როლია. სამშობლოს ტკივილს, სამშობლოს ტრფობას, არ დაგივიწყებს ერი და ბერი, წახვედი მაგრამ ისევ აქა ხარ, შენი განვლილით და გასავლელით! რამდენი ცრემლი შენ დაგიღვრია რამდენჯერ მწარედ გტკენია გული ეხლა ეგ ცრემლი შენ დაგეხვევა. შენ ააცრემლე ქართული სული! გაგაცილებენ სამარადისო უფლის ხელს კრძალვით მიგაბარებენ, შენს საყვარელ და საფიცარ მამულს, შენს უკვდავ ცხედარს მიაბარებენ! წახვედი თითქოს წამით შეწყვიტეს, ბუნებამ სუნთქვა, ვარსკვლავთ ციმციმი, შენ კი მაგ შენი, სათნო ბუნებით, ეხლა ზეციდან ლოცვად გვიღიმი! თამარ ბერიშვილი. 10.04.17. გარდაიცვალა დიდებული ადამიანი უდიდესი მსახიობი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გივი ბერიკაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი