გზა
წასვლა მინდა თითქოს მარა გზა მეცვლება წარა-მარა გაილია თითქმის წელი სიარულში მომწყდა წელი. ველად გაჭკნა მზესუმზირა ამდენი რომ მზეს უმზირა მზემ იცეკვა განდაგანა დაიჯერებს ვინმე განა?.. მოსახვევში რეტრო ბარი იქ ზის ჩემი მეგობარი ვერ გავზომე სიგრძე/განი ატყდა ერთი ბალაგანი. თუმცა ძალას არვინ მატანს თუმცა ყველა ეშმაკს მატანს თუმცა გვერდებს მიხვრეტს ქარი მაინც იქეთ მივიჩქარი. აღარ დამრჩა გულში ვარდი გზიდან ხევში გადავვარდი არ მინდოდა წასვლა, მარა გზა მეძახდა წარა-მარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი