მე და ქარი
მარტოობით გადაღლილი გამიტაცა ფიქრმა ჩემი ფიქრის გამზიარე ქარი გადაფითრდა, არ ენახა, არ გაეგო მას ეს მწარე კვნესა გონებაც და სულიც ერთად მოითხოვდნენ შველას... მოგონება მიყურებდა განწირული თვალით და ჩემს გულის დასაჯიჯგნად მოფრინავდა სვავი, აზრებს სურდათ უმოწყალოდ გავეთელე წიხლით და ეს გრძნობაც მემატება შავ სამარეს მითხრის... გარინდულად თასში წვეთავს ზეცის ცხარე ცრემლი ქარის ხმაში განირჩევა მხოლოდ ბაგე მწველი, სისხლი ცრემლში გარეულა და შეუკრავთ პირი ღამე ლამობს გამიტაცოს და გამრიოს ნისლში... ჰორიზონტზე შორით მოსჩანს მოციალე ლანდი და რაც უფრო მივისწრაფი, მით მერევა დარდი, ბურანიდან გამოსვლა მსურს ვფლითავ ელვის ჯაჭვებს ქარი სხეულს მეფერფლება გრძნობით ვხუჭავ თვალებს... გაირინდა სულში სივრცე, გადნა ძარღვში სისხლი ალისფერი განცდით მათრობს მთვარის მკრთალი სხივი, ზეცა იწყებს ვარსკვლავთცვენას, სადღაც ტირის ქნარი სულ არავინ არის ირგვლივ, დავრჩით მე და ქარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი