---
დავიცალე... ყველა ტყავი გამოვიცვალე. გარდავიცვალე. მიწა ფეხქვეშ გამოვიცალე. შემიწყალე... ფრთები ღმერთთან საგზალად ვშალე, შევიშალე... არარაობის კვალი ვშალე კარავი ვმალე- მოდი, ვეწამე, ოაზისად გადამეშალე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი