===
დავმშვიდდები...მე ღიმილის თილისმად მსურს გადაქცევა და თუ ფიქრებს,ნატვრადქცეულს დრო შველივით გაექცევა, დავმშვიდდები...ვისწავლი მე ლოცვას,გლოვაც დამეხსნება. მწუხარების შავ-თეთრ ნისლებს,მე მოვაცვამ ყვითელს,მზისფერს, კაქტუსივით მსუსხავ განცდებს ზღვას გავატან,ვეტყვი გამცდეს. მაშინ ჩემში ორეული,შენ ხმასავით შორეული გადაიძრობს ზამთარს,ძაძებს და ხელახლა, მარცვალ-მარცვალ უთქმელობა გამიტაცებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი