მომწერე...
და მე ვიქნები არქეოლოგი შენი ფიქრების. გავფილტრავ სიტყვებს,ვიპოვნი ახსნას, ნიშანს,რომ არ ჩამქრალხარ,ისევ მეტრფი, როგორც მაშინ მე-როცა ქურდივით მოვიპარე კოცნა ბაგედან. მომწერე... დამაჯერე,რომ იარსებებს სადღაც ზღაპარი, - შევძლოთ თავიდან ერთგულება. მე გადავმალავ უიმედო ''იყოს რაც არის''-ს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი