მონატრება


შენი მონატრების მონატრება მენატრება,
შენი ალერსი და მოფერება მელანდება,
შენი ნაზი სუნთქვა...
შენი ოხვრა, შენი გოდება...
მალე შორეული წარსულივით მომაგონდება...
ისევ ისეთი სურნელი აგდის,
ისევ ის კაბა გაცვია ჭრელი,
ისევ ისეთი ხარ მოციმციმე,
ჩემი ოცნების პეპლების ფერი.
გავიდა წლები,
აგერ მეათე...
ვერ გნახე უკვე ამდენი ხანი,
თითქოს წარსულში გადაინაცვლე
და დავიწყებას მიეცი თავი.
მაგრამ ერთხელაც,
როცა ქუჩაში,
შენ შემხედვარე ყველა დადუმდა,
მაშინ გიცანი ძველი ღიმილით
და მოგონება ისე გაცოცხლდა.
იფეთქა გულში თითქოს ავდარმა,
ყველა ჭრილობას გაეხსნა პირი,
სიყვარულს აქვსო ძლიერი ძალა,
ამას ამტკიცებს მიჯნურთა ფიცი.
კვლავ გამახსენდი ისევ იმ გრძნობით,
ეს სიყვარულიც ახლა იწყება,
თურმე სიყვარულს არა სცოდნია
გ ა დ ა ვ ი წ ყ ე ბ ა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი