მონატრება შიგნით ყველაფერს ანგრევს ..


მონატრება შიგნით ყველაფერს ანგრევს
      ყველაფერს ლეწავს,
მაგრამ ვერავინ ამჩნევს,ვერავინ ხედავს...
    არავის ესმის ჩემი ტკივილი
არავის ესმის ჩემი კივილი.
    ვერავინ ხვდება,შიგნით რა ხდება 
 არავინ ცდილობს სულში შეღწევას.
       ყველა გულს მტკენდა , 
   ყველა ქრებოდა .. 
არავის სურდა გაეგო ის რაც
   სინამდვილეში სუნთქვას მიკრავდა , 
მტკიოდა მაგრამ ვერვინ მშველოდა
  სულის იარას ვერვინ მირჩენდა , 
 არვინ მჭირდებით , 
    გზას ჩემითაც გავიკვლევ ისევ ,
მარტო ვიპოვნი ბედნიერებას 
  და ჰორიზონტზე ფეხით გავივლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი