თებერვლის ნოსტალგია
ერთ სავსე მთვარეს ვარსკვლავებით ვწერდი მთვარეზე ორი მეგობრის უკვდავ გრძნობას, ამბავს და-ძმობის სიამაყით, რომ მოვაბნიე სულის მთა-ველებს, როცა მივხვდი რომ დრო და სივრცე არა, არ მყოფნის სიყვარულისთვის მეგობრისა და გულსაც უთქვამს სიყვარულით - არ ვყოფილვიყავ ჩემი დით ობლად, არ წაერთმია ბავშვობაში სიცოცხლე უფალს თუმცა რა მიკვირს, დობილი ხომ წამართვა ცოცხლად. და დარჩა როგორც თებერვალში მილევა მთვარის ამ თვის დღე-მოკლე დღეებივით უნაკიანო, გამქრალ წარწერით - ვეღარც ვხედავ, მაგრამ აქ არის სევდამ იმატა, ცაო მაწვიმს, თავსაფრიანო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი