ერთხელაც მოდი
ცის უდაბნოზე შავ ღრუბლებმა აიდგეს ფეხნი მოჩანს მი-მოსვლა, ქარავნების ორომტრიალი დრო უდროობით ჩემი გულის ლაბირინთს ვერ ხსნის სევდად ჩარჩენილ ჩემი სულის ორმო-ტიალით. დღეს სიყვარული მოგონებას ისე ადნება, როგორც გაზაფხულს იშვიათი და თეთრი თოვლი, აცრემლებული, სევდიანი, ერთ დროს თავნებაც თითქოს არაფრის ეშინოდა ათას გზა მოვლილს. უსახურია, უმეტყველო, როგორც ჩრდილები ეს უშენობით აკინძული ვნების კადრები, სანამ საკუთარ ჩრდილის ნაცვლად დავიჩრდილები მოდი ერთხელაც გამიხსენი გულის კარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი