სამწერტილები


სამწერტილივით შევჩვეულვარ შენზე საუბარს 
საკუთარ თავსაც სიუცხოვით მხარი აუბამს, 
შენი ხატება ჩამსახვია გულში სიწმინდედ 
მსგავსად ცისკარის მზის სხივებად როცა იწვიმებს.

ვიწყებ საუბარს, ყველა ფრაზა და ყველა სიტყვა 
სამწერტილივით შემიმოკლდა და უნდა ითქვას 
გახდა ზოგადი, უსასრულო, ულევი, სავსე 
ახლა ეს გრძნობა მთვარესავით ბოლომდე მავსებს. 

მზეს ცათამრჯენი აგიშენე სამწერტილებით 
მჯერა ოდესმე სიყვარულით ჩვენც დავწყვილდებით 
მავსებ უსიტყვო, უჩვეულო დუმილის ენით 
როგორც მთებს თოვლი დამარხული სიცოცხლის რწმენით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი