ალბათ ზამთარი ჩემშიც მოვა - გარდავიქმნები


თეთრი ბურუსი მოეჭიდა მთების უნაგირს
და ნოემბერი შეიფოთლა თოვლის ფიფქებით,
ეს ნიავქარიც დედამიწას სახეს უბარდნის
ალბათ ზამთარი ჩემშიც მოვა - გარდავიქმნები.

და მზის სხივები ჩამოღვრილი მთების კალთებზე
ჩამიკრავს გულში გარინდული სულის სიცივით
თუკი იპოვით თოვლის ზღვაში ცოცხალ ქალთევზებს
იპოვით ჩემშიც მისხალ სითბოს კარისკაცივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი