იმედი
ზეცა შებოჭილი... რუხი ღრულებიდან მთვარის ნაქურდალი სხივი მხარს მეცემა ფიქრით შეპყრობილი ქუჩას მივყვები და ქარის უსიცოცხლო მესმის გულისცემა როგორც ჩემი პულსის ფეთქვა მაჯებიდან ცივი წყაროსავით თითქოს აწ დამშრალი ბორგავს უნიათო ღამე ფანჯრებიდან ღრუბელს ეცქირება მიწაც ხახამშრალი. მოიქროლე ქარო წამით, გახსენ სუნთქვა თორემ სული ქანცგაწყვეტილ ამ ივნისის ამინდივით ჩამეხუთა... მითხარ ვინ თქვა? რად ხარ ჩუმად, ქროლა შენი აღარ ისმის... მოიქროლე და წამართვი ფიქრი თორემ გახსენ ზეცა ერთი წვეთი უფლის ცრემლი ღვთის გულისთვის დამაწვეთე ცაო თორემ რწმენას ვკარგავ, ადრე დგება სულში რთველი იმ მივარდნილ უდაბნოში სადაც მხოლოდ ფიქრი სიკვდილს შეეხება და სიცოცხლე... სად წარსულის გახსენება არის ბოლო, სად აწმყოსთან შეგუება რომ იცოდე რა ძნელია თუ წარსულის გზებით ივლი თანამგზავრად დაიტოვებ სულში სევდას სხვა რა გზაა ველოდები ხვალის შეცვლას ველოდები და იმედიც მუდამ მსდევდა. ფიქრით შეპყრობილი ქუჩას მივყვები და ქარის ხმაშეცვლილი მესმის გულისცემა ზეცა შებოჭილი... შავი ღრუბლებიდან უფლის ნაბოძები ცრემლი მხარს მეცემა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი