...და მე მივრბივარ...


...და მე მივრბივარ ქუჩაში მარტო
    ფიქრებს, ოცნებებს ზეცაში სძინავთ,
    ტალღები ნაპირს თამაშით ართობს,
    წვიმას კი მთები დაუდგამს ბინად.

    ...და მე მივრბივარ და ისიც მომსდევს
    ჩრდილი მოცურავს შავად შთენილი,
    დღისით მზე სწყალობს კვალი, რომ ჰქონდეს
    ღამე კი მთვარე ძირს დაფენილი.

    ...და მე მივრბივარ ვეძებ სამალავს
    დრო და დრო ღრუბლებს ავეფარები,
    და სანამ წვიმა კვალსაც დაფარავს
    მგონია ჩემ თავს დავემალები.

    ...და მე არა ვარ სხეულში მარტო,
    ვიღაც უცნობი მტარვალიც სახლობს,
    აღარ მივრბივარ მხოლოდ ერთს ვნატრობ,
    რომ არ შეიქმნან ისინი ახლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი