ერთხელ კიდევ შემომფიცე ძმობა!


მეგობარო, გახსოვს როგორ ვთამაშობდით,
ხან სილაში ხანაც კიდევ ომობანას,
გარაჟიდან სხვა გარაჟს თავზე ვხტოდით
დამცინოდი ქაჯი ხარო გოგო არა!

მეგობარო, გახსოვს როგორ ვიგონებდით,
ვითომ ნამდვილ, საკუთარ და საშიშ ამბებს,
მოდი ისიც გავიხსენოთ ჩემო ძმაო,
მულტფილმების რომ ვბაძავდით პერსონაჟებს

მეგობარო გავიზარდეთ ორივე და
მე შენს გარდა, ძმად არავინ მეგულება,
მოდი ვიდგეტ ერთმანეთის გვერდი გვერდ და 
ასე ერთად ავუსრულოთ ამ გულს ნება!

მეგობარო, მახენდება ის წუთებიც,
მოგონება უკვე თავზე დამეყარა,
ერთმანეთს რომ შევფიცეთ და გვერქვა ძმები, 
მსურდა ჩვენი მეგობრობა დამეკალმა!

გნახავ მეგობარო მაგრად ჩაგიკრავ და 
ლომის მხრებზე შემსვი ისევ,
მოდი ერთხელ კიდევ ძმობა შემომფიცე
როგორც შემომფიცე იმ დღეს!
ავტორი:თეო დემეტრაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი