ომალო


მთებს შუა ნისლი ნავარდობს,
აღარ მსურს ფიქრი დავმალო,
ჩემს გრძნობებს კალამს მივანდობ,
მელნით დაგხატავ ომალო!

შენს მთებს და შენს ველებს
ვერ აღწერს კალამი,
შენს ჩანჩქერს, შენს კლდეებს
ხეობებს ალაზნის.

სტუმრის მოყვარე მხარეო
და მტრისა თავზარდამცემო,
ვერ დავივიწყებ ვერასდროს,
მე რაც დღეს აგერ ვნახეო.

თუში ვაჟკაცის მხნეობა,
გმირობა წასულ ვაჟების,
ხან ომში თავსაწ წირავდნენ
ლამაზი თუშის ქალები.

ის თოვლუშრობი მყინვარი,
მუდამ თეთრად რომ მოსჩანსო,
კურთხეული ხარ მხარეო,
 ავტორი: თეო დემეტრაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი