წერილი უფალს


ახალი დაიწყო ეტაპი ცხოვრებისა,
მჯერა ჩვენც მალე მოვიმკით ცოდვებისას,
ჩემში ჩასახლდა ალბათ სატანა,
და სწორედ ამიტომ არა მაქვს ატანა!
ატანა ხალხის რომელიც გარბის,
ხან მოყვარესაც წამში რომ გაცვლის.
შედიან ტაძრებში ცოდვების მალვით,
პირჯვარს იწერენ ამბობენ, ამინ!
მერე გამოდიან, ყელშამომდიან,
ვითომდა უცოდველნი ხალხში რომ გამოდიან.
ტაძრის ეზოებში ურცხვად რომ აფურთხებენ,
თავისი საქციელით სულში რომ გვაპურთხებენ!
კი, მესმის, ბევრი მაქვს ცოდვები მალული,
მაგრამ დაცემულს მე გვერდს ვერ ავუვლი.
ვიცი ცოდვილი ვარ უფალო დამსაჯე,
და ჩემი ცოდვები შენ თავად განსაჯე!
თვითონაც იცი არა ვარ ურცხვი,
არც ბოროტებას ვინახავ გულში!
ახლა არ დავიწყებ მე თავის მართლებას,
თავადაც ვიცი ჩაწყობა არ ხდება.
ოდესმე ცხოვრება ყველასთვის მთავრდება,
ზოგისთვის თენდება, ზოგისთვის ღამდება.
შენ გამომძერწე შენს სახედ უფალო,
მე ვიყავ მართლაც თავისუფალი,
ვერ დავაფასე შენი წყალობა
და სამოთხეზეც მივიღე უარი!
ავტორი: თეო დემეტრაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი