რეალობა


ზოგი შურით გასკდება,
კაცი ზმანით ფასდება,
ახლა დანაშაული,
უცოდველ კაცს ბრალდება.
აქ ოცნება არ ხდება,
აქ ნიჭიც არ ფასდება,
ხოლო ბეგაშვილი კი,
მსახიობი გხდება.
აქ იყოფა რასებად,
ის, ვინც არ ევასებათ.
ვისაც ფული არა აქვს, 
სასტავიდან ვარდება.
ქალის პატივისცემაც
სულ დაკარგეს კაცებმა,
ახლა ქალის სახელი 
მოიხსენეს "ნაშებად"!
აქ ხომ  ერთის ნათქვამი,
მთელ  ქალაქში ბაზრდება,
და ის ადამიანი 
ყველასაგან ფასდება.
აქ უნიჭო მხატვარიც,
ფიროსმანი გახდება,
რადგანაც ყველაფერი
"facebook"-ში გვარდება.
აქ ხომ კაცის სიკვდილი
არავის ედარდება,
ფრჩხილის მოტეხვაზე კი
პანიკაში ვარდება.
გოგოც ბიჭის ნათქვამზე
იმ წუთშივე ვარდება
მერე კიდე ყოველ დღე
აჩოტები ბარდება.
აქ ოცნება არ ხდება,
კაციც ზმანით ფასდება.
-ვერ გამარკვევთ რა ხდება?!
ავტორი:თეო დემეტრაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი