ენავ და მამულო
შენ ვერ შელახულო, თუმცა გაძარცვულო, სისხლით დანამულო, ენავ და მამულო! შენ მზევ არ ნახულო, ბრძოლით შენახულო, სტროფებად ქარგულო, ენავ და მამულო! შენ მიწავ ქართულო, უფლის ასულო, მშვენებავ ზღაპრულო, ენავ და მამულო! შენ ვაზში ჩაფლულო ჩემს გულში დაცულო, ლეგენდად განთქმულო, ენავ და მამულო! ავტორი: თეო დემეტრაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი