დეი


!
ვფიცავ შენს საფლავს,
მხოლოდ შენთვის სიცოცხლეც ღირდა,
ლექსებ დაგიწერ, მაგრამ
ცრემლებში მერევა რითმა.

მახჩობს ბოღმა და
ნუთუ ესეც სამართალია,
შენ აქ აღარ ხარ,
უშენოდ კი, წლები გარბიან.

მიწას გაყრიდით, ჩემს 
გულში კი კიოდა რაღაც,
დღემდე სულ მარტო დავდივარ
და გეძახი - სად ხარ?

დეი... მახსოვს მე ის დაპირებაც
ის უმოწყალო მუქარაც შენი,
თუკი დაეცემი, თავად წამოდექი,
ხელს გამოგიწვდის უთუოდ ღმერთი.

რატომ დამიტოვე ტყულილი სიტყვები და
რატომ დამიტოვე იმედი ფუჭის,
ახლაც იმ ქუცას გავყურებ და
ისევ მოუთმენლად, შენს მოსვლას ვუცდი!

დეი!... არ ჩანხარ და გული გამეყინა,
წუხელ შენს ლოდინში ღამე არ მეძინა,
დამესიძმრე მეთკი გევედრებოდი და
იქაც არ გამოცნდი, ნეტავ რა გეწყინა?!
ავტორი: თეო დემეტრაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი