აბორტი


დედობა ეს ხომ  
ნიჭია დიდი,
მაგრამ ამ სიტყვის
ფასი არ იცით

ყიდით, იშორებთ,
მუცელშივე კლავთ,
ამაზე ფიქრი 
ცოცხალსავე მკლავს.

სიტყვა აბორტი 
უკვე მოდაა
რომ დაფიქრდებით 
თურმე ცოდვაა.

შემდეგ უბიწოდ 
შეხვალთ ტაძრებში 
იქ თქვენს მაგივრად
ტირის სანთელი.

აღსარებაში თქვენს 
ცოდვებ ნანობთ,
და ზიარებას
 მაშინვე ლამობთ

რომ გამოდიხართ
იგივეს სჩადით
თურმე გოგონა
გინდოდათ მაშინ.

იქვე კი ქალი
სხის უვლის ბავშვებს,
იმ ნატვრით, დედა
თავადაც გახდეს.

შენ კი აარჩევ
სასურველ შვილს,
ხელზე დაიწვენ
უმანკო ჩვილს.

ეტყვი პატარას,
რომ გქვია დედა,
ამას ის ქალი
ოცნებად ხედავს.

თუ ახალგაზრდა 
მოკვდება კაცი,
უსამართლოა ღმერთს
ასე განსჯით.

იმას არ ფიქრობთ,
რომ თქვენი ნებით
ბავშვი გახადეთ
ვნებევის მსხვერპლი!

არ გაკრიტიკებთ
თქვენია ნება,
ის გააკეთოთ 
რაც თავად გნებავთ.

მხოლოდ ერთსღა გთხოვთ
კარგად დაფიქრდეთ,
სწორ პასუხამდეც 
თავად გახვიდეთ!
ავტორი : თეო დემეტრაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი