ცეკვა


ჩემი ცხოვრება ეს არის ცეკვა,
რიტმების ქალი რითმებსაც ვბედავ...
როცა ვცეკვავ მხოლოდ მე ვარ,
იქ სხვას უკვე ვეღარ ვხედავ.
გული ყელში მებჯინება,
გამალებით მიწყებს ძგერას,
დოლის ხმას რომ ფეთქვა ჰყვება,
რა ახლოს ვარ მაშინ ღმერთთან!
მელოდია ჩემში ცეკვავს,
ჩემს ძარღვებში სისხლი ღელავს,
ყველა წყენა მიდის ქრება,
დარდიც რითმში იხლართება!
........................................
ჩემი ცხოვრება? ეს არის ცეკვა
რიტმების ქალი რითმებსაც ვბედავ!
ავტორი: თეო დემეტრაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი