ბები
როცა თვალები, ძვებურად ხალხს ვერ აოცებს, მე მოვალ შენთან დაგიკოცნი ჩუმად ნაოჭებს. როცა ჭაღარა შავ კულულებს თეთრად დაათოვს, მე მოვალ შენთან ჩემო ბები და მეც გაგათბობ. როცა შენს ნაზ ხმას წლების დარდი შემოერევა, მჯერა ამაყ გულს წლების ფარდი ვერ მოერევა. და ბოლოს როცა სევდა შენში ფესვებს გაიდგამს, გესტუმრები და მძიმე წუთას ხელში აგიყვან. ........................ თუმცა ნუ შიშობ , ეგ თვალები ისევ მაოცებს, შენ არც ჭაღარას შეუცვლიხარ და არც ნაოჭებს!!! ავტორი: თეო დემეტრაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი