ყიდიან საქართველოს!


მე ვერ ვხვდები
ცხოვრების აზრს,
თუ ვერ ვარჩევთ 
ცუდსა და კარგს.
თუ დავცინით
ღარიბს ღატაკს,
მხოლოდ იმიტომ,
რომ ფული არ აქვს.
და როცა ვარღვევთ 
მცნებებს უფლისას
ვცდილობთ ცხოვრება 
დავიწყოთ ნულიდან.
ხანაც ვეცემით 
და დავყრით ფარ-ხმალს,
ვფიქრობთ ცხოვრებას 
აზრი რომ არ აქვს.
უბედური ხარ "IPONE"-ის 
ფული თუ არ გაქვს,
მაგრამ დაფიქრდი, სადღაც უთხეში
დგას ახლა ვიღაც და ქექავს ნაგავს.
ხანაც გვრცხვენია
და ჩივილს  ვბედავთ
რატომ არ შეგვრჩხვა
ჩვენ მაშინ ნეტავ
იესოს სულს, რომ 
ვყიდიდით ვერცხლად.
........................
მაგრამ მთლად ასეც 
არ არის საქმე,
რადგან მე ჩვენში
სიკეთეც ვნახე.
ვნახე თუ როგორ
ვიბრძოდით ომში,
მე დავინახე
ბომბები გორში.
როგორ ზრდის შვილებს
ქართველი დედა,
რომ ომში მტერმა
ჩვენ ვერ გაგვტეხა.
სულისკვეთება მე ვნახე ერის,
მრავალი დედის დაღვრილი ცემლი.
ვნახე ვაჟკაცი
როგორ კვდებოდა,
სიცოცხლის ნაცვლად 
კი იგი უფალს
თავის სამშობლოს ევედრებოდა.
სისხლით დაიცვეს 
ქართული ენა,
როს ჩვენი მიწა
დანამა ცრემლმა,
არ დაიჩოქა 
ქართველმა ერმა,
ბომბებით ვერც რა
დაგვაკლო მტერმა.
...............
ახლა რას ვშვრებით,
საით მივდივართ?!
მინდა დავწერო 
ისევ დიდი ხარ,
მაგრამ რა ვუყოთ
გყიდიან ყველგან,
რომ გაიხარონ 
ქართველის მტერმან.
ადრე თუ ვერც რა
დაგაკლო ლენგმა
შეიმუშავეს ახალი გეგმა
და შენ გყიდიან,
გყიდიან ყველგან!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი