წამოდი მთაში
მთა მინდა! მე, შენ და შვილები, მიც ცერზე ვაშენოთ სასახლე, სწორედ აქ გავიდგათ ფესვები, წინაპართ მიწაზე დავსახლდეთ. წავიდეთ, მოვშორდეთ ქალაქს და შარვალს არ ჩავიცვამ გპირდები, მინდა შენ მიშლიდე დალალს და ვუქსოვო პატარებს წინდები. გავექცეთ ხალხსა და არავინ დაგვზრახოს, თუ მინდვრად მომინდა გავშალო ხელები, შვილებმა ისეთი სიმღერა დასზახონ, რომ ბანსაც აძლევდნენ ბებერი ხევები. წავიდეთ! ჯირითში არაგყავს ბადალი, თუმც გულის სწორებმა შეჯიბრი გავმართოთ, ცხენებით ვიაროთ და არა მანქანით, შვილები ღვთის შიშით და რწმენით გავზარდოთ! სულ მინდა ვაჟაუ, მაგ თვალებს ვხედავდე, ბუხართან შაირით გავირთოთ თავები, ერთურთის სიყვარულს ყოველთვის ვბედავდეთ, ხმამაღლა ვიყვიროთ რომ საზღვრებს გავედით! რა მინდა? მთა, შენ და შვილები, მთის ცერზე ვაშენოთ სასახლე, სწორედ აქ გავიდგათ ფესვები, წინაპართ მიწაზე დავსახლდეთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
:D
Mshvenialuria :*