გზავნილი საკუთარ თავს
და მაშინ როცა არსებობს წამი არაფრის, არვის ოდეს არ გჯერა, ვით მდინარეში ნალექი შლამი ერთად გროვდება ფიქრები შეკვრად. ფიქრი ბევრია და შენ ვერ ასკვნი რისთვის, რად შეგქმნა სულ მაღლა , ღმერთმა ეკლიან გზაზე მიდიხარ ქალი ბავშვის გულით და ნაზად ფეთქავ... ხანდახან მიწაზე ურყევად დგახარ, ხშირად კი ქარის ხმაურიც გაკრთობს სხვისი ცხოვრების სადარაჯოზე მგზავრის ნიღაბიც კი ვეღარ გართობს.. ვნებაარეულს, ასე ამღვრეულს, კვლავ ის გაწვალებს რაც ჯერ არ იცი: - ყოველდღიური ბრძოლის მიზეზი ამაოების რომანტიზმები... და მაინც სანამ ამ გულით ივლი არ შეგაშინებს შენ სევდა ვიცი, და რეალობის ეს აფიორა კვლავ დამარცხდება მომავლის ჟინით..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი