წარსულის ძახილი
სულის ქაოსი, მსგავსი გრიგალის შემოჭრილ ფიქრებს უეცრად ფანტავს, დღე გარდასულთა მოგონებათა აღარცერთ სხვა დღეს, მსგავსსაც კი არ ჰგავს... იხსენებ წუთებს ერთ დროს რომ შლიდნენ შენი ცხოვრების ცარიელ ფურცლებს, და გენანება წარსული ცეცხლი დღეს რომ სულ მცირე ნაპერწკალს იწვევს. მაგრამ ასეა ჩვენი ცხოვრებაც, ჩნდება ცვლილება, ხმაურობს ბავშვი და დღეს სულ აღარ ახსენებ იმას რაზეც მუდმივად ფიქრობდი მაშინ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი