მოლოდინის სევდა
ისევ შენზე ფიქრი თვალები სველი გავცქერი თოვლიან გზას ვიღაცას ველი.. ვიღაცას, რომელიც ამ ნისლებს გაფანტავს და თეთრი თოვლით ნაკვალევს დახატავს, მოვა და ჩურჩულით თან ღიმით მეტყვის: „მე ვარ რომ გიყვარდა, რომ გიყვარს, გესმის?! და თუკი შენშიაც ეს გრძნობა იბრძვის და მოაქვს წყვდიადში იმედი სხივის........... მაშ, მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთად ვლაშქროთ ჩვენ მთა და ველი“.. და ჰქრება უცებ ზმანება მკრთალი, თავისუფლდება უსრული სივრცე, უტყვო ხმაურში მე ვრჩები კვლავ და ისევ.. ისევ და ისევ... ... და ვუბრუნდები მე კვლავ შენზე ნაფიქრალ ფიქრებს, კვლავაც თვალებით სველით თოვლიან გზას რომ უცქერს .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი