შთაგონების წვიმა


სიზმრად ვნახე შიშს ვებრძოდი
დაკარგვისას შენზე,
სევდამ სული ამიმღვრია,
მატივტივებს ფსკერზე.
ჩემი გულის ზედაპირზე
სისხლი სწრაფად ფეთქავს
და ფიქრები უნაპირო
შენს ლოდინში ღელავს.
სათქმელს ატყობ თავს ვერ ვუყრი,
ფანჯარაშიც რაღაც კრთება,
ვეჭვიანობ ჰო, ხანდახან
მე - ადამზე, 
შენი ევა...

Fin: 
ქარი არხევს ღამის ლანდებს,
ჭექა-ქუხილს ებრძვის წვიმა,
გავიღვიძე, როგორც იქნა,
შენ გვერდით ხარ,
ტკბილად გძინავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი