მუზა ვარ, სევდად მოსული
დამიბრუნდა მუზა წერის, განწყობა მაქვს - შავი ფერის ახლა ვფიქრობ - სიკვდილის წინ თეთრი გედიც ასე მღერის? თუ ასეა ნება დართეთ მას იმღეროს,იბაასოს, და მდინარის დიდ ზვირთებში ვინაც უნდა ის შეაქოს... მე კი - მე კი ვეღარც ვმღერი, სულში დიდი ჭაობია, ღმერთო, ნუთუ ყველაფერი სიყვარულის ნაყოფია? მომერია კაეშანი, დარდები და მოგონება, ნეგატივის მე არა მსურს, აღარაფრის გაგონება, დაიტვირთა ათას ფიქრით გადაღლილი ეს გონება სევდა ფიქრად , ფიქრის გორად, გორა ვნებას ემონება.. ......... მიწას ახრჩობენ ერთბაშად იებიც, ეკალ - ბარდებიც სასიყვარულო ჭიდილში სიამით გადავვარდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი