არ ვიცი რას ვგრძნობ,გრძნობაა!!! ..
არ ვიცი რას ვგრძნობ,გრძნობაა!!! ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან უცხო გახდა..თითქოს ჩემი სხეულიდან გაქრა,თითქოს ჩემში ყველაფერი ჩაკვდა,ღიმილი,ცეკვა,ცელქობა,ყველაფერი რასაც შეიძლება ოდესმე ჩემთვის ბედნიერების მონიჭება,ღიმილი მენმატრება,მენატრება ის სიცილი როცა მთელი გულით შემეძლო გამეცინა,ეს ხომ ბედნიერების სიცილი იყო,ძალიან უცხო გახდა ეს სიცილი ჩემთვის თითქოს დამემშვიდობა..ძალიან შევიცვალე საკუთარ თავს მეთვითონაც ვეღარ ვცნობ, ხანდახან ზიზღი მეუფლება საკუთარი თავის მიმართ, მინდა გავაკეთო რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებას შეცვლის მინდა ბიძგი მივცე საკუთარ თავს მაგრამ არ შემიძლია, საკუთარ თავში ვარ ისევ ჩაკეტილი,არმინდა ვინმემ შემამჩნიოს,მინდა სულ მარტო ვიყო, ყველაზე მეტად დაღამება მიხარია, მიხარია როცა ფანჯარაში გავიხედავ და ირგვლივ სიბნელეა,მიყვარს ღამე,მიყვარს როცა ყველას ძინავს,მიხარია იმიტომ რომ მაშინ ვერავინ მხედავს,ვერავინ გაიცინებ ჩემზე,არ იჭორავებენ თუნდაც სხვებზე, მე დავიღალე,დამღალა საზოგადოებამ,უსამართლობამ დამღალა,ყველგან ბოროტებაა,ადამიანობა ყველგან გაქრა,აღარც პატივისცემაა,ყველა წაიბილწა,ყველას ნიღაბი უკეთია,ვერ გამიგია ვინ ვის როლს თამაშობს,მინდა რომ ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდეს და იყოს ის ვინც არის..მაგრამ მე რა მაქვს სათქმელი საკუთარ თავსაცკი ვერ ვცნობ,ნეტა მე ვისი ნიღაბი მაქვს?ალბათ უიღბლო ადამიანის რომელსაც არ გაუმართლა,რაც ყველაზე ძალიან მინდა ხშირად არ მისრულდება,თუ ამისრულდა ამისრულდა ისიც ძალიან რთულად,ძალიან დიდი შრომა მჭირდება ამისთვის მაგრამ,სხვები კი ყველაფერს იოლად აკეთებენ რადგან ისინი ჩემზე კარგი მსახიობები არიან,და იღბლიანი ნიღაბის გაკეთება ხვდათ წილად,ჩემი ნიღაბი კი სევდინაი,უიმედო და რაც ყველაზე ცუდია,იმედგაცრუებულ ადამიანს წარმოადგენს.. ღმერთო მომეცი ძალა,მომეცი რწმენა,მომეცი თავდაჯერება საკუთარი თავი დამიბრუნე,მომბეზრდა თამაში,თამაში ადამაიანების წინაშე თითქოს ბედნიერი ვარ,თითქოს არაფერი მადარდებს მაგრამ ეს ასე არ არის,ეს ხომ ჩემზე კარგად არავინ იცის,მხოლოდ წერით შემიძლია გამოვხატო ჩემი გრძნობები თუ რას ვგრძნობ...ძალიან მინდა ვინმეს გავანდო გავანდო მაგრამ არ შემიძლია,იმიტომ რომ გიჟად ჩამთვლიან,რას არ დამარქვევენ, ან შემიცოდებენ რაც ყველაზე ნაკლებად მინდაა... ცივი ზამთარია,თებერვლის ქარი უბერავს სულმარტოდ დავრჩი,მაგრამ შემიძლია დავკავდე წიგნების კითხვით,კითხვა ხომ ყველაზე მეტად მამშვიდებს მაგრამ ხანდახან ვერ ვახერხებ ხოლმე კონცენტრაციის მოხდენას,ალბათ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის ბრალია... გაზაფხული მენატრება,მენატრება ჩიტების ჭიკჭიკის ხმა,ბუნების სილამაზე მენატრება,ალბათ გაზაფხულის მშვენიერება გამომაცოცხლებდა,ყველაზე ლამაზი ხომ ბუნება მართლაც გაზაფხულზეა,მიყვარს ყვავილობა ,მიყვარს როდესაც ხები ახლად აყვავილდება,ყველაფერი ლამაზია,ყველაფერი ფერადია,თითქოს ზღაპარში ვარ,სწორედ გაზაფხულზე ვეუფლე ხოლმე სულიერ სიმშვიდეს,როცა ბუნების წიაღში ვზივარ და ვტკბები მისი სილამაზით,მიყვარს გაზაფხულის სურნელი,ნაზი სიო ხანდახან რომ დაუბერავს,ისე ნაზად რომ სხეულს სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს,ყველაზე ბედნიერება როცა შეიგრძნობმის სურნელს,იმ ნეტარებას რასაც გაზაფხულის ნატიფი სილამაზე ჰქვია...დავხუჭავ თვალებს ხოლმე,მთელი გონებით დავმშვიდდები ღრმად ჩავისუნთქავ და თითქოს რაღაც ნეტარება,რაღაც ახალი დაეუფლება ჩემს სულს,ეს ყველაზე ლამაზი განცდააა,მინდა ვიცოცხლო იმის გამო რომ შევეგებო გაზაფხულის დადგომას და დავტკბე მისი სილამაზით,მოუყვე ჩემი თავგადასავალი,ტკივილი,რაც გულს მიღრნის მხოლოდ მას შემიძლია გავანდო ჩემი ტკივილი რადგან ვთვლი რომ ის ყველაზე კარგი მსმენელია.... არასდროს დაკარგო რწმენა.. გჯეროდეს სამართლიანობის,სიკეთის,ადამიანი სწორედ იმით ფასდება რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ხანდახან გული ცრემლად უნდა დაიღვაროს,რომ ისწავლო ღიმილი რამხელა ბედნიერბაა, მწვერვალი გაჭირვებით უნდა აიარო,რომ სიმაღლეზე დგომის ფასი ისწავლო,ხანდახან უნდა დაეცე რომ დგომის ფასი იცოდე,სხვაგვარად ვერ იქცევი ადამიანად... თეონა ცეცხლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი