“ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი” 2008 წლის აგვისტო
“ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი” ერთ მშვენიერ დღეს დილით გამოვიღვიძე როგორც ყოველთვის ცხოვრება დავიწყე ჩვეული რიტმით, მზე მხურვალედ აცხუნებდა ჩემი სოფლის კარმიდამოს და თითქოს თავისი მწველი სხივებით ცდილობდა ეგრძნობინებინა თუ რა განსაცდელი მოგველოდა ქართველ ერს, მაგრამ მზის მწველი სხივები ვის ადარდება კაცი თუ ქალი ,მოხუცი თუ ბავშვი, ყველა მიეშურებოდა ბაღ ვენახში ,მოსავლის ასაღებად პატარების ჟრიამული, ჩიტების ჭიკჭიკი ,ბუნებას თითქოს მხიარულს ხდიდა. ვცდილობდი კარგი განწყობით დამეწყო დილა გავყურებდი ჩემი სოფლის მშვენიერ ბუნებას, ხის ფოთლები წყნარად შრიალებდა თითქოს რაღაცას ჩამჩურცჩულებს მეთქი, ბაღ ვენახი დახუნძლულიყო მადლიანი მისი ნაყოით მაგრამ თითქოს ბუნება რაღაცას განიცდიდა და რაღაც განსაცდელისთვის გვამზადებსო. მეც რაღაცნაირად მოღუშული და დანაღვლიანებული გავყურებდი ჩემი სოფლის კარ მიდამოს.. მოჩუხჩუხე ანკარა წყარო ჩემს ეზოში მდორედ მოედინებოდა პატარა ცრემლებივით იღვრებოდა თითქოს რაღაცას განიცდის და ტკივილით გულს იჯერებსო. ძალიან მეუცხოვა ბუნების ასეთი განწყობა დანაღვლიანება , რამაც ჩემში შიში და უცნაური განწყობა დაბადა, ჩუმად გავიფიქრე რა მომდის მეთქი ,ბუნების ენა შევიშწავლე და მათი ფიქრები და ტკივილი თითქოს გავიზიარეო,მაგრამ ახლა მივხვდი თუ რა სურდა ბუნებას რისთვის გვამზადებდა, რა იყო მისი დანაღვლიანების მთავარი მიზეზი მართლაც იმდღეს 2008 წლის აგვისტოს ჩვენ ქართველ ერს თავს მეხი დაგვატყდა მე პირადად ტელევიზიით ვიხილე თუ როგორ იღუპებოდნენ ჩვენი თანამემამულენი ჩვენადვე მიწაზე, ქართული მიწა ქართველის სისხლით კვლავ იღებებოდა იმ დღეს მრავალმა დედამ დაიხურა შავი „ჩადრი“ ძალიან ბევრი პატარა დაობლდა ბევრი ახლგაზრდა ქალი დაქვრივდა პატარა ნიკოლოზს თურმე სარკმლის წინ ბევრჯერ ჩასძინებია გზას გაჰყურებდა საიდანაც თავისი ახალგაზრდა მამიკო ომში საბრძოლველად წასულიყი ,გზაში მომავალს თუ ვინმეს დაინახავდა სიხარულით გაიქცევოდა მამიკო ხომ არ დაბრუნდაო მაგრამ ამაოდ გზაში მომავალნი სულ უცხონი იყვნენ მისთვის. მათკენ მიმავალ თვალცრემლიან ნიკოლოზს ხშირად ეფერებედნენ და აიმედებდნენ შენი მამიკო კარაგად არის და მალე დაბრუნდებაო. თავს დახრიდდა და ეზოში პატარა სკამზე მჯდარ ბებოს მიუახლოვდებოდა და ეტყოდა:“ბებო შენ არ ინერვიულო მამიკო მალე დაბრუნდება,ხომ იცი ბებო მამიკო როგორი ძლიერია ის ყველაფერს გაუძლებს“.მოხუცი ბებია შვილიშვილის თანხმობის ნიშნად გაუღიმებდა მაგრამ საწყალ მოხუცს გული დარდით ამოევსოო ,სმენაც ცუდი ქონდა ამ ამბის შემდეგ რაც თავს გვატყდდა სულ მოტეხილიყოო ძლიერ დედას მესამე ხელი მოეხმარებია. პატარა ნიკოლოზი კი იმედს არასდროს არ კარგავდა კვლავ გაჰყურებდა თავისი სარკმლის წინ მიმავალ გზას საიდანაც მისი მამიკო უნდა დაბრუნებულიყო არც მამიკო ბრუნდებოდა და არც არავინ იცოდა ნიკოლოზის მამის შესახებ რაიმე ცოცხალი იყო თუ მკვდარი... ბევრჯერ იმედგაცრუებული, თვალცრემლიანი ნიკოლოზი, ბებოს გვერდით ჩამოუჯდებოდა პატარა ქვაზე და ბებოს ნაღვლიან სახეს შესცქეროდა,“ბებო არ ინერვიულო დიდი რომ გავიზრდები აუცილებლად ვიპოვი მამას და მოვიყვან სახლში თუ ვერ ვიპოვი მეც ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის როგორც მამიკო, ბებო ბებო ხშირად იმეორებდა ნიკოლოზი რამოხდა შვილო მშვიდად ჰკითხა ბებომ.იცი ბებო რა მაინტერესებს ომი რატომ დაიწყო??რის გამო იბრძვიან ბებო ჯარისკაცები?“ ბებომ მიუგო:“შვილო ჩვენი სამშობლო პატარაა მაგრამ ბევრი მტერი გვყავს დიდი ისტირიის მქონე ერი ვართ შენ რომ დღეს ქართულად ლაპარაკობ იცი ვისი დამსახურებაა??ისეთი ადამიანების დამსახურებააა როგორიც მამაშენია,შენ არცკი იყავი დაბადებული რომ ჩვენს ქვეყანას მტრები ესხმოდა,ნიკოლოზმა გააწყვეტინა ბებოს ლაპარაკი ბებო ესეიგი მამიკო გმირიაა.?? ხო შვილო ის იბრძვის ქართველი ერის სულის და ქართული ენის გადარჩენისთვის.“ ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა მხრებში გაიმართა და ხმამაღლა წარმოსთქვა:“ბებო მე რომ დიდი გავიზრდები აუცილებლად წავალ ჯარში და გმირი გავხდები“.ნიკოლოზის ბებოს თვალს ცრემლი მოერია წამოდგა და გულში ჩაიკრა 7 წლის პატარა ნიკოლოზი. დრო გადიოდა მაგრამ ნიკოლოზის მამა სახლში არ ბრუნდებოდა ნიკოლოზი კვლავ მამის მოლოდინში სარკმელს არ შორდებოდა ...საწყალი მოხუცის გულმა ამდენს ვერ გაუძლო და საწოლს მიეჯაჭვა ნიკოლოზი თავის საყვარელ ბებიის საწოლს არ შორდებოდა ხშირად მიურბენინებდა წყალს და პურს მაგრამ ამაოდ დრო რაც უფრო გადიოდა მოხუცი უფრო ცუდათ ხდებოდა,ერთ დღეს დილის გარიჟრაჟრზე განუტევა სული.. მარტოდ დარჩენილი ნიკოლოზი ბებიის გვამს არ შორდებოდა ბებიის დაკრძალვის შემდეგ ნიკოლოზი ბიძიამ მასთან წაიყვანა.ნიკოლოზმა ბებიის საფლავზე დადო ფიცი რომ მამის გვამს მაინც იპოვიდა და ბებიის გვერდით დაკრძალავდა. მრავალმა დედამ გაუზარდეს საქართველოს გმირი შვილები რომლითაც ჩვენ ქართველ ერს არაერთხელ გვიამაყია.მრავალიც ცოცხალი გადარჩენილა, ვაი სიცოცხლეს ასეთ სიცოცხლეს რა ფასი ექნება,ზოგს ფეხი დაუკარგავს,ზოგს ხელი,ზოგიცკი დაბრმავებულა.მაგრამ ყველაზე რთული ხომ იმ საშინელების ყურება იქნება თუ როგორ გიკლავენ ბავშვობის მეგობარს მამას ან მამას თავის ერთადერთ შვილს,რა ფასი ექნება ცხოვრებას შემდეგ ტკბილი სიზმრების ნაცვლად კოშმარები დაგესიზმრება რამაც შეიძლება ადამიანი სულიერად დაგაავადოს.მაგრამ მრავალი დედისთვის დღესაც უცნობია თავისი შვილის ვინაობა დაჭრილია თუ დასნეულებული და თავის პატარა შვილიშვილთან ერთად ლოცვით სარკმლის წინ ჩასძინებია. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ქართველ დედას უფლისადმი საყვედური არასდროს არ დასცდენია ეს ხომ ნათლად გვიხატავს ქართველი ქალის სულგრძელობას და პატრიოტულ სულისკვეთებას. ძალიან ბევრ დედას უნატრია და დღესაც ნატრობს შვილის საფლავი რომ მაიც ქონდეს დაუტირონ და გული იჯერონ მოუარონ და ყვავილებით შეამკონ თავიანთი გმირი შვილების საფლავები. ჩემო თანამემამულენო ჩემი თხოვნაა მიუსამძიმროთ ამ გმირთა დედებს და მადლობა ვუთხრათ რადგან საქართველოს გაუზარდეს გმირი შვილები. თეონა ცეცხლაძე 2008 წლის აგვისტო მე-10 კალსი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი