მე მეშინია, ამბიციის და ოცნებების


მე მეშინია, ამბიციის და ოცნებების,
მე მეშინია, იდეების ,ჩემში რომ ბადობს,
მე მეშინია, პატიოსნებს როგორ დევნიან,
აქ ბოროტება, და გარყვნილება
ძვირად რომ ფასობს..
მე მეშინია ,სიკეთე რომ აქ აღარ ფასობს,
მე მშინია, თუ როგორ წახდა 
ჩვენი სამყრო...
მე მეშინია,სიტყვის წარმოთქმის
კრიტიკას ვამბობ,
როგორ შევაქო ,ან რა ვადიდო,
სადიდებელსა
მე ვერას ვჰპოვებ..
ღმერთო შეგვინდე ,ჩვენ მიწიერს 
რასაც შევცოდებთ,
და დაგვიაფრე ჩვენ ცოდვილნი, 
რაცკი შევცოდეთ,
და დაიფარე ჩვენი ერი ,სულ რომ არ წახდეს..
ეს ვედრებაა,მუდამ ჩემი 
ასე რომ ნატრობს .
ძლიერ სამშობლოს,კეთილი ხალხით,
ერთგუნდათ შეკრულს…
მე გულისტკივილს ხმამაღლა ვამბობ,
ვიცი კრიტიკა ბევრი იქნება,
მაგრამ არ ვნანობ..
არ მეშინია მითქმა-მოთქმის,
ჩემზე რას ამბობს,
მე მეშინია , ასე დარჩენის 
ობლად ვარ მარტო,
ძლიერ სამშობლოს,
და სიკეთეს , მუდამ რომ ნატრობს..
თეონა ცეცხლაძე 2016 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი